ილია თოფურია
პირადი ინფორმაცია
მეტსახელ(ებ)ი
მატადორი
ეროვნება
ქართველი
დაბ. თარიღი
21 იანვარი, 1997
დაბ. ადგილი ჰალე, გერმანია
სიმაღლე 173 სმ
წონა 65 კგ
საიტი elmatador.es
სპორტი
ქვეყანა ალიკანტე, ესპანეთი
სპორტი შერეული საბრძოლო ხელოვნება
სახეობა აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატი/Ultimate Fighting Championship
კლუბი კლიმენტ კლუბი
ბიოგრაფია
ილია თოფურია დაიბადა გერმანიაში, ვესტფალიის ქალაქ ჰალეში, ქართველი მშობლების ოჯახში.
შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
2015 წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში.
27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპრდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა[1].
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის და ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.