უცნობი საიტები, რომლებიც დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ

მაშ ასე, დავიწყოთ:
1. localingual.com - ამ საიტზე მოუსმენთ, თუ როგორ ჟღერს სხვადასხვა ქვეყნების ჰიმნები და ასევე გაიგებთ რა ჰქვია ამ ქვეყანა სხვადასხვა ენაზე;
2. driveandlisten.herokuapp.com - ამ საიტის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურად ისეირნოთ მანქანით მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში და მოუსმინოთ ადგილობრივ რადიოს;
3. window-swap.com - ამ საიტის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მომხმარებლები პირდაპირ ეთერში გვიჩვენებენ მათი ფანჯრებიდან დანახულ ხედს;
4. radio.garden - აქ თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიოს გლობუსზე ამორჩეული ნებისმიერი ქვეყნიდან;
5. earthcam.com - საიტი მსოფლიოში არსებული უამრავი სათვალთვალო კამერით, ასევე საიტზე არის საქართველოში არსებული რამდენიმე კამერაც;
6. marinetraffic.com - აქ თქვენ ნახავთ ყველა ხომალდს, რომელიც მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეეებში გადაადგილდება, ასევე ნახავთ სად მიდნიან და როგორ გამოიყურებიან ვიზუალურად.
7. flightradar24.com - გიჩვენებთ ყველა თვითმფრინავს, რომელიც ამ მომენტისათვის ჰაერში იმყოფება. ასევე გიჩვენებთ მიმართულებას, საწყის მდებარეობას, თვითმფრინავის ვიზუალს და ა.შ.